პროექტი
- სივრცული გეომეტრიული ფიგურები ყოფაცხოვრებაში.
- ჩვენს გარშემო არქიტექტურასა და ყოფაცხოვრებაში გამოყენებული სივრცული გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და დახასიათება.
- მოსწავლეებში გარემოზე დაკვირვებისა და ანალიზის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება. საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება და წარმოჩენა.
- მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებისა და მათი თვისებების ამოცნობას. ჩამოუყალიბდებათ წარმოსახვის უნარი, შეძლებენ სივრცული გეომეტრიული ფიგურების მაკეტების გაკეთებას. აქტიურად გამოიყენებენ თეორიულ ციდნას პრაქტიკაში. საჭირო ინფორმაციის მოძიებას სხვადასხვა წყაროებიდან ( გარამოზე დაკვირვება, მუზეუმი, ინტერნეტი, ექსკურსია) და შექმნან საჭირო თვალსაჩინოებები პრეზენტაციისთვის.
- 11 - 12 წლის.
- ვადები – 2 კვირა.
- ა). შეიქმნას პირველი ეტაპის პრეზენტაცია ( პლაკატი ან სლაიდ–შოუ)
ბ). შექმნან საოცნებო ქალაქის პატარა მაკეტი.
- ციფრული ფოტოაპარატი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, ინტერნეტი, MS PowerPoint-ი, საკანცელარიო მასალა ( ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, სახაზავი, ფანქრები, წებო).
- ა) მოსწავლეები ნაწილდებიან ჯგუფებში.
ბ) თითოეულ ჯგუფს ეძლევა დაველება: ციფრული აპარატის საშუალებით შეაგროვონ საჭირო ფოტო მასალა.
გ) მოეწყობა ექსკურსია ახალციხის სამხარეო მუზეუმში, სადაც მოცწავლეები დაათვალიერებენ ექსპონატებს, მოისმენენ გიდის ლექციას მხარის არქიტექტურის შესახებ, გააკეთებენ საჭირო ჩანაწერებს და ჩაწერენ ინტერვიუებს. ასევე გაამდიდრებენ ფოტომასალას.
დ) ინტერნეტში მოიძიონ საზღვარგარეთ არსებული საინტერესო დიზაინის შენობები.
ე) განიხილონ არქიტექტურა ისტორიული კუთხით.
ვ) უნდა მოამზადონ ისტ–ის მასწავლებლის დახმარებით პირველი ეტაპის პრეზენტაცია MS PowerPoint-ში.
ზ) მოამზადონ ქალაქის მაკეტი.
- ისტ–ი, ისტორია, ხელოვნება, შრომა, გეომეტრია.
- მათემატიკის მასწავლებელი– ალინა ლირნიკი.
Comments
Post a Comment